ლაშა ნაკაიძე

პროკურატურა ნაკაიძეზე: დაზარალებულს იარაღით დაემუქრა, ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა

ლაშა ნაკაიძე / Facebook

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე მთავარი არხის ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულ ა.პ.-ს. ამასთან, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე პოლიციამ ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ნაკაიძის დაკავებას გამოეხმაურა მთავარი არხიც. ტელეკომპანიის ცნობით, ნაკაიძის შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომლემა აცნობმა, ხოლო ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.

კომენტარები