ლაშა ნაკაიძე

მთავარი არხი ნაკაიძეზე: თანამშრომლობას ვაჩერებთ, პოლიციას ჩვენმა თანამშრომელმა აცნობა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

მთავარი არხი ტელეკომპანიის დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებას ეხმაურება. ტელევიზია აცხადებს, რომ ნაკაიძის შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, ხოლო ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.

"მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას". – ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ნაკაიძე ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა), 11137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები