ლაშა ნაკაიძე

MTAVARI TV-ის წამყვანი, ლაშა ნაკაიძე ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ლაშა ნაკაიძე / Facebook

მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი, ლაშა ნაკაიძე ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა), 11137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.

ნაკაიძის დაკავებას გამოეხმაურა მთავარი არხიც. ტელეკომპანიის ცნობით, ნაკაიძის შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად მთავარი არხის ერთ-ერთმა თანამშრომლემა აცნობმა, ხოლო ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.

"მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას". – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

 

კომენტარები