აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დაზვერვის ყოფილმა აგენტმა, ენდრიუ ბუსტამენტემ ლექს ფრიდმანის პოდკასტში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთ-ერთი სცენარი შესაძლოა იყოს დონბასში მარიონეტული რეჟიმის დასმა, ისეთი, როგორიც საქართველოშია.
"მარიონეტული მთავრობა. ისეთი, როგორც ახლა საქართველოში ჰყავთ". - ასე დაასრულა ენდრიუ ბუსტამენტემ ჟურნალისტის კითხვა: "თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ [პუტინის] გამარჯვება შეიძლება სხვა გზით განვითარდეს. დღეს პუტინის გამარჯვებად ჩავთვლით არა მხოლო აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობას, არამედ დასავლეთისაც. თუმცა შეიძლება გამარჯვების ნარატივი სხვანაირი იყოს: დაუბრუნდეს იმ სიტუაციას, რაც შეჭრამდე იყო - ყირიმი ისევ რუსეთთან დარჩეს. დონბასზე რაღაც ტიპის შეთანხმება მიიღწეს, რჩება უკრაინასთან მაგრამ არის რაღაცნაირად...".





