რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: აქტივების გაყინვის შემთხვევაში, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა სრულად განადგურდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ დარჩიევის თქმით, აშშ-ს მიერ რუსული აქტივების შესაძლო ჩამორთმევის ნებისმიერი შემთხვევა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას მთლიანად გაანადგურებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

"ჩვენ ამერიკელებს მსგავსი ქმედებების საზიანო შედეგების შესახებ ვაფრთხილებთ, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს სამუდამოდ დააზიანებს. ეს არც მათ და არც ჩვენს ინტერესებშია". - თქვა დარჩიევმა. 

დარჩიევმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ აქტივებს გულისხმობდა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ-ს გავლენა უკრაინაზე იმდენად გაიზარდა, რომ "ამერიკა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება კონფლიქტის პირდაპირი მხარე". 

კომენტარები