რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშებს ბოლო 24 საათში დონეცკში 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, უმკაცრესად დაისჯება". - წერს კირილენკო.
24 თებერვლის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა მინიმუმ 723 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 1 845-ზე მეტი კი დაშავდა.