რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების ნასროლი ორი რაკეტა "კალიბრი" ჩამოვაგდეთ

ზებგერითი რაკეტა ცირკონის გამოცდა

11 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტების მიერ ნასროლი ორი რაკეტა "კალიბრი" ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა Facebook-ზე ავრცელებს. 

"11 აგვისტოს ხარკოვის რაიონში, დაახლოებით 13:30 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო სარაკეტო დანაყოფებმა შავი ზღვის აკვატორიდან გაშვებული ორი ფრთიანი რაკეტა "კალიბრი" გაანადგურეს. 

უკრაინა ერთად - გამარჯვებამდე". - ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების Facebook-ზე. 

კომენტარები