რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები უპასუხოდ არ დატოვებენ დნეპროპეტროვსკის ოლქის რუსეთის მიერ დაბომბვას. რუსული ტერორის ეს მორიგი გამოვლინება, ისევე როგორც ნიკოლაევსა და ხარკოვზე დარტყმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი.

რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება ოკუპანტს, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. თუ თითქმის 43 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი არ დაარწმუნებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ მათ უნდა ეძებონ გამოსავალი ომიდან, მაშინ საჭიროა მეტი ბრძოლა, მეტი შედეგი, რათა დარწმუნდეს. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ოკუპანტების თავდასხმას დნეტროპეტროვსკიზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები