რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს – 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსებმა იერიში დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. დაბომბვების შედეგად, 12 სახლი დაზიანდა, მათგან 4-ს კი ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქი ბახმუტი დონეცკის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება და აქ დარჩენა საშიშია. ამიტომ, ქალაქის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოგიწოდებთ". - წერს კირილენკო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული არმია 10 აგვისტოს წინსვლას ცდილობდა ბახმუტის, კოდემას, სპორნოეს, იაკოვლევკასა და სოლედარის მიმართულებით, თუმცა, იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ.

კომენტარები