რეკლამა

(რ) ოპტიმო – მაღაზიის მართვის თანამედროვე პროგრამა

თანამედროვე ცხოვრებამ და XXI საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის მიდგომები სხვადასხვა საკითხისადმი და საქმის, ბიზნესის მართვის გზები. ადრე თუ მაღაზიაში შესულს მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი გემსახურებოდა დახლთანაც და სალაროსთანაც, დღეს ასე არაა. არც საანგარიშოზე ითვლიან ნავაჭრს, არც ფურცელზე იწერენ გაყიდული და შესყიდული საქონლის სახეობებსა თუ რაოდენობებს და არც საწყობის თანამშრომელთან აგზავნიან მომხმარებელს იმისთვის, რომ გაარკვიოს დარჩა კიდევ თუ არა მარაგში მისთვის სასურველი პროდუქტი.

საბედნიეროდ მომსახურების სფერო დაიხვეწა და ამასთან მაღაზიის მართვამაც სულ სხვა საფეხურზე გადაინაცვლა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია აკონტროლო იმ პროდუქტების მარაგი, რომელიც მაღაზიაშია წარმოდგენილი. ასობით სახეობისგან შესაძლოა რამდენიმე ისე ამიწუროს, ვერც კი შეამჩნიოს თანამშრომელმა, მომხმარებლისთვის კი ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემად იქცეს.

სწორედ იმისთვის რომ მაღაზიის მენეჯერს მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია ობიექტზე არსებული პროდუქციის რაოდენობის, საწყობში არსებული ნაშთის, გაყიდვებისა თუ შესყიდვების შესახებ, უნდა იყენებდეს მაღაზიის მართვის თანამედროვე პროგრამას ოპტიმო.

ოპტიმო არის ხელსაწყო ბიზნესისათვის, რომელიც ამარტივებს არამარტო მარაგების აღრიცხვას, კონტროლს და მართვას, არამედ ბიზნეს ოპერატორს აწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია მისი ბიზნესის წინსვლა-განვითარებისთვის, იქნება ეს შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები, მოგება... თან, ამ ყველაფერს ისე აკეთებს რომ არ ითხოვს ფიზიკურად ადგილზე ყოფნას. ის cloud-based პროგრამაა და სწორედ ამიტომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი თვალი ადევნოთ თქვენს ბიზნეს ლეპტოპით, ან მობილურით, მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და ყოველთვის გეცოდინებათ თუ რამდენი შეადგინა გაყიდვების ჯამმა, რა პროდუქცია შეისყიდა თქვენმა კომპანიამ იმ კონკრეტულ დღეს, რომელი პროდუქტი, რომელ დღეს/საათზე ტოვებს მეტ მოგებას და .ა.შ.

ოპტიმო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე. არის მარტივი და ინტუიტიური, საჭირო ფუნქციებით დატვირთული, გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

რაც ყველაზე მთავარია, არ საჭიროებს ათასობით ლარის ინვესტიციას, პირველ ეტაპზე 14 დღის განმავლობაში გაძლევთ საშუალებას სრულიად უფასოდ ისარგებლოთ ამ უნიკალური პროგრამით, რის შემდეგაც თანამშრომლობის შემთხვევაში, თვეში მხოლოდ 40 ლარი გექნებათ გადასახდელი. სამაგიეროდ მიიღებთ ბიზნესის მართვის გამარტივებულ მექანიზმებს, მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას ოპტიმოს გუნდისგან და ყოველთვის იქნებით საქმის კურსში, რა ხდება თქვენს მაღაზიაში, ადგილზე მისვლის გარეშეც კი.

მართეთ ბიზნესი გონივრულად ოპტიმოსთან ერთად.

კომენტარები