საქართველო-აშშ

ჰოჯესი: დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს – საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია

უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ოდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას

[...] დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? – მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს.

თქვა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები