რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: რუსეთში ნაწილებისთვის თვითმფრინავებს შლიან, რადგან დასავლეთიდან იმპორტი აკრძალულია

Reuters-ი ავიაციის ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიახაზები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი აეროფლოტი თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებისთვის შლიან, ვინაიდან დეტალების დასავლეთიდან იმპორტი სანქციების გამო აღარ შეუძლიათ.

რუსეთის მთავრობამ ივნისში ავიაკომპანიებისთვის მსგავსი რეკომენდაციაც გასცა - მათ 2025 წლამდე მარაგებში ნაწილების დეფიციტი თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთი თვითმფრინავი უშუალოდ ნაწილებისთვის გამოყენება შესთავაზა. 

წყაროების ცნობით, მინიმუმ ერთ რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100-სა და თითქმის გამოუყენებელი Airbus A350-ს უკვე დაშლისთვის ამზადებენ. 

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, დეტალები Aeroflot-ის, Airbus A320-სა და Boeing 737 რამდენიმე მოდელისგან აიღეს, რადგან გადამზიდველებს სხვა Boeing 737s და Airbus A320-ებისთვის სწორედ ეს სათადარიგო ნაწილები სჭირდებათ. 

Reuters-თან წყაროებმა დროის ფაქტორზეც ისაუბრეს. მათი თქმით, რუსული თვითმფრინავების დიდი ნაწილი დასავლეთიდან იმპორტირებულ უცხოურ დეტალებზე მუშაობს. წყაროს მტკიცებით, რუსეთში აწყობილი ერთ-ერთი Sukhoi Superjets-დან უკვე ამოღებულია ძრავა, რათა მეორე იდენტურმა თვითმფრინავმა ძრავის საშუალებით ფრენა გააგრძელოს.

კომენტარები