2008 წლის აგვისტოს ომი

საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

მთავრობის ადმინისტრაცია

რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან. წელსაც, პრემიერმინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგებლები მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლას სწორედ  8 აგვისტოს აპირებენ.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები