რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის გაცემა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

"ტუროპერატორების მიხედვით, მოსკოვში არსებულმა ბულგარეთის საკონსულომ მათ შეატყობინა, რომ არსებული საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ტირუსტულ და ქონების მფლობელთათვის ვიზებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღება შეჩერებულია". – წერია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ 5 აგვისტოს 14 ბულგარელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დასახელდა. 

რუსეთის მიერ ბულგარელი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას წინ უძღვოდა რამდენიმე თვის წინ ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება. ბულგარეთმა რუსი დიპლომატები სავარაუდო აგენტობის გამო გააძევა და მას შემდეგ რუსეთს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ბულგარეთში ზღვარი დაუწესა.

კომენტარები