აშშ

ბაიდენი კორონავირუსით ინფიცირებული აღარ არის

Lukas Barth/Pool photo via AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ექიმის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის კოვიდ ტესტის პასუხი უარყოფითია. ბაიდენს კორონა ვირუსი განმეორებით შეხვდა.

76 წლის პრეზიდენტს კორონავირუსი პირველად 2 კვირის წინ დაუდასტურდა.  27 ივლისის ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ იზოლაცია შეწყვიტა. თუმცა 30 ივლისს ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა და იზოლაციის გაგრძელება მოუწია. 

ექიმმა განმარტა, რომ "სიფრთხილის გამო" ის გააგრძელებს იზოლირებას მანამ, სანამ არ ექნება მეორე უარყოფითი ტესტი.

კომენტარები