შსს

შსს მარჯანიშვილზე გადაღებულ ვიდეოზე: საქართველოს მოქალაქეები არიან, 200 ლარით დაჯარიმდებიან

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ორივე მონაწილე პირი საქართველოს მოქალაქეა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით". -აღნიშნავენ უწყებაში. 

კომენტარები