რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეომ უმაღლესი რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

Reuters

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმაღლესი რადის 225 დეპუტატს დიპოლიმატიური პასორტი გაუუქმა. უკრაინული მედია წერს, რომ  პრეზიდენტი ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან უკრაინაში ომის დროს, დეპუტატები საზღვარგარეთ ხშირად პირადი მიზნებისთვის დადიან. 

სიაში მოხვდა უმაღლესი რადას პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრე კორნიენკო, ვიცე-სპიკერი ელენა კონდრატიუკი, ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, ლიზა იასკო, ოლეკსეი გონჩარენკო და სხვები. 

საგარეოს ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს. 

"ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მიმართა სახალხო დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების თხოვნით და დაუკავშირდა უმაღლეს რადას ამ პროცესის ორგანიზებისთვის. ბოლოს პასპორტების დაბრუნება ივლისში ვითხოვეთ. ყველა ჩვენი მიმართვა იგნორირებულ იქნა. 

შესაბამისად, უკრაინის კანონმდებლობით ხელმძღვანელობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 225 დიპლომატიური პასპორტი გააუქმა, რომლებიც დროულად არ დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესანახად".- აღნიშნავენ უწყებაში. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, სახალხო დეპუტატებზე დიპლომატიური პასპორტები გაიცემა ექსკლუზიურად ოფიციალური მივლინებისთვის. პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დიპლომატიური პასპორტის შესახებ დებულების თანახმად, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ათი დღის ვადაში დიპლომატიური პასპორტები შესანახად საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაუბრუნდეს. ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამოყენება კერძო მოგზაურობისთვის.

"მინისტრი დაუყოვნებლივ გასცემს დიპლომატიურ პასპორტებს იმ დეპუტატებს, რომლებიც ოფიციალურ მივლინებებს უკრაინის უმაღლესი რადიდან იმყოფებიან" - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები