რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი და ერდოღანი ეკონომიკური კავშირის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ინდუსტრიებში.

"რეგიონული და გლობალური გამოწვევების არსებობის მიუხედავად, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის". - ვკითხულობ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბულის შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტს. 

საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი რუსეთის ვიცეპრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს ციტირებს: მისი თქმით, რუსეთი და თურქეთი, ასევე, რუსული ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ.

მხაარებმა, ამასთანავე, სირიისა და ლიბიის საკითხი განიხილეს. შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

კომენტარები