ქართული ოცნება

მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილმა საქართველო გააუბედურა და ბნელი წარსული დაუტოვა

გუშინაც ვთქვი, გულწრფელად გეუბნებით, ამაზე გამეცინა. გირჩი და მოქალაქეები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდესო და ჩვენ ვუარობთ დიდი ამბით, წარმოუდგენელი ამბავია. სასაცილოა, ირონიულია, რაღაც არასერიოზული განცხადებაა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს თუ არ წავიდეს, მისი გადასაწყვეტია და ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა. მე რომ მკითხო, სააკაშვილი თავის დროზე არ უნდა მოსულიყო, ეს ქვეყანა გააუბედურა და საქართველოს ბნელი წარსული და ბნელი ისტორია დაუტოვა. ჩემი დამოკიდებულება ეს არის, მაგრამ გირჩისა და მოქალაქეების ჭკუაზე ივლის სააკაშვილი-თქო, მაგას რავიცი, ალბათ ამ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს.

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 4 აგვისტოს პარტიებმა: გირჩმა და მოქალაქეებმა განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

კომენტარები