რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ქვეყნიდან 14 ბულგარელი დიპლომატი გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინ ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა. ბულგარეთმა რუსი დიპლომატები სავარაუდო აგენტობის გამო გააძევა და მას შემდეგ რუსეთს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ბულგარეთში ზღვარი დაუწესა.

 

კომენტარები