საქართველოს და აშშ-ს ისეთი მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, როგორიც დღესაა, აქამდე ეარ ჰქონიათ არასდროს... აბსურდია, რომ ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ისეთი განცხადება, რომელიც ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
აშშ-საქართველო
ოხანაშვილი: აშშ-საქართველოს ასეთი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, როგორც დღესაა, არ ჰქონიათ
tbl.ge/63kd
დაკოპირდა

ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამერიკელ რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს, რომელმაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ "როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა". მისი თქმით, "თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის".
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




