გაზისა და ნავთობის კომპანიები

გუტიერეში: ამორალურია, რომ ენერგოკრიზისის ფონზე კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მკაცრად გააკრიტიკა ნავთობისა და გაზის კომპანიები და მათ გამომუშავებულ ფინანსურ მოგებას "გროტესკული სიხარბე" უწოდა.

ამასთან, გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა გაუზარდონ გადასახადები ხემოხსენებულ კომპანიებს.

"ამორალურია, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიები რეკორდულ შემოსავალს იღებენ, იმ ენერგოკრიზისის გამოყენებით, რომელიც ყველაზე ღარიბ ადამიანებსა და საზოგადოებას აწევს ზურგზე. ამას ძვირი ფასი ექნება კლიმატის კრიზისის მხრივაც". - აღნიშნა გუტიერესმა.

უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგოკომპანიებმა, Exxon Mobil და Chevron, ასევე ევროპულმა კომპანიებმა Shell და TotalEnergies მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, საერთო ჯამში თითქმის 51 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში მიღებულ შემოსავალს ორჯერ აღემატება.

კომენტარები