რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კორბინი დასავლეთს: უკრაინის იარაღით გავსება გამოსავლამდე არ მიგვიყვანს, ეს ომს გააფართოებს

"იარაღით გავსება გამოსავალამდე არ მიგვიყვანს, ის მხოლოდ გაახანგრძლივებს და გააფართოებს ამ ომს. უკრაინაში ომი შესაძლოა წლობით გაგრძელდეს". – ამბობს ბრიტანელი პოლიტიკოსი და ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი, ჯერემი კორბინი რუსეთ-უკრაინის ომზე ლიბანურ ტელევიზია Al Mayadeen-თან მიცემულ ინტერვიუში. 

კორბინი დასავლურ ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ უკრაინის სამხედრო შეიარაღებით დახმარება, რადგან ამით ომი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

"გულდასაწყვეტია, რომ თითქმის არცერთი მსოფლიო ლიდერი არ იყენებს სიტყვა "მშვიდობას". ისინი ყოველთვის იყენებენ უფრო მეტი ომის ენას და უფრო აგრესიულ ომს. ეს ომი არის გამანადგურებელი უკრაინელი და რუსი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, მშვიდობისთვის გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო".– თქვა კორბინმა.

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა 2020 წლის 29 ოქტომბერს შეუჩერეს და პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხეს.

პარტიის სპიკერმა რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორბინის მიერ გაკეთებული კომენტარებია, რომელთა უკან წაღებაზე მოგვიანებით უარი განაცხადა. კორბინის საკითხზე პარტია შიდა გამოძიებას ჩაატარებს.

ჯერემი კორბინმა ანგარიშზე, სადაც ანტისემიტიზმზე იყო ლაპარაკი, თქვა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის პარტიას ხელმძღვანელობდა, შესული საჩივრები დრამატულად გაზვიადებული იყო. მოგვიანებით მან პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ თავს პრობლემის ნაწილად არ მიიჩნევდა. მას მიაჩნია, რომ საკითხის უკან ოპონენტების პოლიტიკური მოტივები იკვეთება. კორბინი ირწმუნება, რომ პრობლემის გადაჭრაში ხელს პარტიის სხვა ოფიციალური პირები და ბიუროკრატიული მექანიზმები უშლიდნენ.

"ერთი ანტისემიტიც კი ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემის მასშტაბი დრამატულად არის გაზვიადებული პოლიტიკური მოტივებით როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ ჩვენი ოპონენტების, ასევე მედიის დიდი ნაწილის მიერ.

ამ კომბინაციამ დააზარალა ებრაელი ხალხი და არასოდეს უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ ებრაულ თემთან ურთიერთობა აღდგება და შიშები დაიძლევა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიგნებებს არ ვიზიარებ, იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციებს სწრაფად გაიზიარებენ". - თქვა მან.

ანტისემიტიზმის საკითხზე გამოძიება თანასწორობის და ადამიანის უფლებათა კომისიამ ჩაატარა და დაადგინა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ კანონი დაარღვია ანტისემიტიზმის თაობაზე შესული საჩივრების განხილვისას იმ პერიოდში, როდესაც პარტიის ლიდერი სწორედ კორბინი იყო.

კომენტარები