რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: დამატებითი 4 HIMARS-ი უკრაინაშია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი წერს, რომ აშშ-ს მიერ გამოგზავნილი დამატებითი 4 HIMARS-ი უკვე უკრაინაშია. 

"4 დამატებითი HIMARS-ი უკრაინაში ჩამოვიდა. მადლობელი ვარ აშშ-ს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინისა და ამერიკელი ხალხის, უკრაინის არმიის გაძლიერებისთვის. დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღს ჭკვიანურად ვიყენებთ. HIMARS-ის ხმა ამ ზაფხულში ფრონტის ხაზზე საუკეთესო მუსიკა გახდა". – წერს რეზნიკოვი.

ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (HIMARS) მეშვეობით, უკრაინამ ფრონტზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ამ სისტემისთვის უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი გააჩნია და მაღალი სიზუსტის არის.

კომენტარები