მამუკა ონაშვილი

ავტოავარიისას დაშავებული მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთავი ორს ლევან რატიანმა დაუდასტურა.

ავტოავარიისას მიღებული დაზიანებების გამო, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მის მდგომარეობას "უმძიმესად" აფასებდა.

ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევა 31 ივლისს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, მათ შორის, მამუკა ონაშვილი.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები