რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი ოლენივკას იზოლატორზე: აფეთქება შიგნიდან მოხდა, ეს იყო ტერაქტი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაში აფეთქება შიგნიდან მოხდა და ეს ტერაქტად უნდა შეფასდეს. 

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ სატელიტური ფოტოები ამტკიცებს, რომ დაზიანებულია მხოლოდ ერთი შენობა, რომელშიც წინა დღეებში გადაიყვანეს უკრაინელი ტყვეები.

"1. სატელიტური გამოსახულება აჩვენებს მხოლოდ ერთ შენობას დაზიანებულს
 2. თავდასხმამდე იქ პატიმრები გადაიყვანეს
 3. ფოტოს ანალიზი აჩვენებს შიგნიდან თერმობარულ აფეთქებას

დარტყმა? არა, ტერორისტული აქტი".- წერს პოდოლიაკი TWITTER-ზე. 

29 ივლისს ოლენივკაში მდებარე იზოლატორის დაბომბვას, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლააზოვის პოლკმა იზოლატორის დაბომბვაში ყველა მონაწილეზე ნადირობა გამოაცხადა.

კომენტარები