რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცენტრზე თავდასხმის შედეგად დაჭრილია 5 ადამიანი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცენტრის შენობაზე დრონით თავდასხმის შედეგად დაჭრილია ცენტრის 5 თანამშორმელი. ამის შესახებ ქალაქ სევასტოპოლის მარიონეტმა მერმა, მიხაილ რაზვოჟაევმა ისაუბრა.

"ფლოტის შტაბის შენობის ეზოში ამოუცნობი ობიექტი შემოფრინდა, წინასწარი მონაცემებით ეს დრონი იყო. დაჭრილია 5 ადამიანი, შტაბის თანამშრომლები, გარდაცვლილები არ არიან. ადგილზე მუშაობს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური". - თქვა რაზვოჟაევმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში დღეს სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე აღინიშნება, თავდასხმის გამო ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი თვითნაკეთი მოწყობილობა იყო.

კომენტარები