უკრაინელი ტყვეების დაბომბვა ოლენივკაში

აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად

აზოვის პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი მიკიტა ნადტოჩი

აზოვის პოლკი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც დანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მიკიტა ნადტოჩი საუბრობს უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვის შესახებ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს.

"დღეების განმავლობაში ისინი უკრაინის არმიაზე იტყუებოდნენ, დღეს კი საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.

მსურს შევახსენო პუტინს, რომელსაც პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ.

თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება". – თქვა აზოვის დროებითმა მეთაურმა. 

აქამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ტვიტი, რომელშიც ეწერა, რომ აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ. 

"აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ". – წერდა რუსეთის საელჩო.

29 ივლისს ოლენივკაში მდებარე იზოლატორის დაბომბვას, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლააზოვის პოლკმა იზოლატორის დაბომბვაში ყველა მონაწილეზე ნადირობა გამოაცხადა.

კომენტარები