მოქალაქე, გიორგი ჩიბოშვილი წერს, რომ საკუთარი მანქანის საბარგულში რუსული ნომრები იპოვა. მისივე სიტყვებით, ნომრები მას არ ეკუთვნის.
"დღეს სახლიდან გამოვდიოდი და შევამჩნიე,რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო, ლოგიკურად საბარგულისკენ წავედი დანგრატის საძებნელად და ჰოი საოცრებავ.... უკან საბარგულში ვპოულობ ამას. და ჯერ ვერანაირად ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემი მანქანის უკანა საბარგულში....
მსგავსი არაფერი არასდროს მდებია". - წერს ის.
ჩიბოშვილმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც მან პოლიციას განუმარტა, მანქანა გუშინ, 29 ივლისს სახლთან დაკეტილი დატოვა, ნომრები კი დღეს დილით აღმოაჩინა. მისივე თქმით, მანქანას, რომელიც ნაქირავები ჰყავს, ღიას თითქმის არასდროს ტოვებს. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქესთან შეხება არ ჰქონია.
ტაბულა შინაგან საქმეთაქ სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





