ტრაგედია გუდაურში

ბოკერია: სამძიმარი მინდა ვუთხრა დაღუპულების ოჯახს, ეს განსაკუთრებით მძიმე ამბავია

სამძიმარი მინდა ვუთხრა ყველა დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ყველა უბედური შემთხვევა ტრაგედიაა, მაგრამ ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმეა, როცა ისედაც ტრაგედიას ჰქონდა ადგილი - ადამიანი დაიღუპა და მეორეა გადასარჩენად წასული ხალხი შეეწირა უბედურ შემთხვევას. განსაკუთრებით მძიმე ამბავია, რა თქმა უნდა. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები