ტრაგედია გუდაურში

პაპუაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ტრაგედიის გამო, ეს ტკივილი საერთოა

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მედიკოსები ემსხვერპლნენ. 

ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას - ადამიანების გადარჩენის ოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი და მწუხარება საერთოა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. ისინი გმირები არიან. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. დღეს, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები