აშშ-ჩინეთი-ტაივანი

სი ძინფინგი ბაიდენს: ტაივანის საკითხზე ცეცხლს ნუ ეთამაშებით

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინმა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტაივანთან მიმართებაში გააფრთხილა. აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის გრძელი სატელეფონო საუბარი გაიმართა,მხარეებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა  მთავარი თემა ტაივანი იყო.

"თუკი ცეცხლს ეთამაშები, მაშინ დაიწვები. იმედი მაქვს, რომ ამერიკული მხარე ამას ნათლად აღიქვამს". - თქვა სი ძინფინმა.

ტაივანის საკითხი ყურადღების ცენტრში ხელახლა მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აზიური ტურის ფარგლებში, კუნძულზე ვიზიტი არ გამორიცხა, რამაც ჩინეთის მთავრობის მკაცრი პროტესტი გამოიწვია. 

ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ ჯო ბაიდენმა ტაივანთან მიმართებით არსებული მიდგომის მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "აშშ მკაცრად ეწინააღდეგება ცალმხრივ მცდელობებს, რაც სტატუს ქვოს შეცვლას ან ტაივანის სრუტისთან მშივოდბისა და სტაბილურობის შერყევას გამოიწვევს".

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები