რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონზე უკრაინის კონტრშეტევა ძალას იკრებს

უკრაინელი სამხედროები სადაზვერვო მისიაზე დონეცკის რეგიონში. 
ALAMY

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონზე კონტრშეტევა ძალას იკრებს.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაამაგრა პოზიცია ინგულეცის მდინარესთან, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ გამოიყენა დიდი მანძილის იარაღი, რათა მდინარე დნეპრზე, მინიმუმ, სამი ხიდი დაეზიანებინა. ამ ხიდებს რუსეთი საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორიების მოსამარაგებლად იყენებს. გასულ კვირაში დაზიანდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, 1 კმ. სიგრძის ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარეობს. უკრაინამ ამ ხიდზე იერიში 27 ივლისს გაამეორა და როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, სავარაუდოდ, მისი გამოყენება ამჟამად შეუძლებელია.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთის 49-ე არმია ახლა განლაგებულია მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე და ისინი მეტად დაუცველ მდგომარეობაში უნდა იყვნენ. დაზვერვისვე ინფორმაციით, ქალაქი ხერსონი, რომელიც პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი და დასახლებული ცენტრია, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ახლა დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიებისგან, ფაქტობრივად, მოწყვეტილია.

"მისი დაკარგვა ძირს გამოუთხრის რუსეთის მცდელობას, ოკუპაცია წარმატებულად გაასაღოს". – წერს ბრიტანული დაზვერვა ხერსონზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტოვოსკის ხიდის მონაკვეთი ამერიკული HIMARS-ების მეშვეობით გაანადგურეს.

BBC-სთან დასავლელი სამხედრო წყაროები ამბობენ, რომ ანტონოვსკის ხიდი "აბსოლუტურად გამოუსადეგარია".

კომენტარები