რუსეთი-საქართველო

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გაზარდა, თუმცა მასში საქართველო ისევ არ მოხვდა

რუსეთის ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა . სიაში ახლა საბერძნეთი, დანია, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატიაც შედიან, თუმცა ჩამონათვალში საქართველო ისევ არ მოხვდა. 

რუსეთის არამეგობრებად თვლის ქვეყნებს, რომლებიც „ჩადიან არამეგობრულ ქმედებებს საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ“.

სია კრემლმა 7 მარტს და მასში თავდაპირველად 21 ქვეყანა იყო დასახელებული. სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავდა: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია იაპონია.

კომენტარები