აშშ-საქართველო

ბოკერია პრაისზე: უახლეს ისტორიაში ამასთან შედარებადი არცერთი ეპიზოდი არ ყოფილა

უახლეს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ეპიზოდი ამასთან შედარებადიც კი, ასეთი დაპირისპირების საქართველოს ხელისუფლებისა შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, თავისუფალ სამყაროსთან. ეს ყველაფერი ხდება ერთი კაცის, ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვის პირადი ინტერესებისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად. 

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ნაბიჯებს ვდგამდეთ გარემ ტრისგან დასაცავად უსაფრთხოების გადამტკიცებლად, ჩვენი თავისუფლების დასაცავად, ჩვენს ისტორიულ სივრცეში დაბრუნებისთვის, რასაც თავისუფალი სამყარო ჰქვია, ამის ნაცვლად ეს კაცი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო ამ სამყაროს უპირისპირდება და უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის სიტყვებით, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. მისივე თქმით, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".

კომენტარები