მარნეული

შსს: მარნეულში გოგოს ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების ფაქტზე 2 პირი დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარნეულში გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან 20 წლის გოგო იძულებით მოტაცების ფაქტზე გუშინ, 20 ივლისს, ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვა გაავრცელა.

კომენტარები