რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ მილი: დონბასი ჯერ დაკარგული არაა

მარკ მილი
CNN

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს.

"ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დანაკარგების მქონე დამქანცველი ომი მიმდინარეობს ლუგანსკში, დონბასის რეგიონში. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი - დონბასი დაკარგულია თუ არა, გიპასუხებთ, რომ არა, ის ჯერ დაკარგული არაა. უკრაინელები რუსეთს მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის სათითაო ინჩისთვის ფასს ახდევინებენ". – თქვა გენერალმა მილიმ. 

მისი თქმით, 90 დღიანი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ რუსეთმა მთავარ მიზნად დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდება დაისახა მიზნად, თუმცა, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე ძალიან მცირე პროგრესს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ძალიან დაძაბულია.

"ძალიან დაძაბული ბრძოლაა და ძალიან ბევრი ძალადობაა - ათი ათასობით საარტილერიო გასროლა ყოველ 24 საათში, ძალიან დიდი დანაკარგი ორივე მხარეს, ძალიან ბევრი განადგურებული სოფელი და ა.შ". – თქვა გენერალმა მილიმ.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის (CIA) დირექტორის, უილიამ ბარნსის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო მოკვდა.

"აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ბოლო შეფასებით, დაახლოებით 15 000 არის მოკლული და ალბათ სამჯერ მეტია დაჭრილი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებია". – თქვა CIA-ის დირექტორმა კოლორადოში, ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე.

რაც შეეხება რუსეთს, ის უკრაინაში საკუთარ დანაკარგებს არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ მარტში გამოაცხადეს, რომ უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო მოკვდა. 

ამავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთის დანაკარგი 38 000-ზე მეტია. უკრაინის მხარე არ ასახელებს საკუთარ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობას, თუმცა გასულ თვეებში მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობდნენ, რომ დღეში 100-მდე უკრაინელი სამხედრო იჭრება ან იღუპება.

კომენტარები