აშშ-საქართველო

სარჯველაძე ნედ პრაისზე: ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული, მისკომუნიკაციაა

ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ამ შემთხვევაში ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. ამას მე, სიმართლე გითხრათ, ვერ დავეთანხმები და ეს არ მგონია სწორი შეფასება.  

რაც შეეხება იმ საკითხებთან გაჩენილ დისკუსიას, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოვიდა მოსამართლე, თქვა ასეთი რამ, რაც თქვა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ცალკეულ პოლიტიკოსებსაც გაუჩნდათ კითხვები ამასთან დაკავშირებით. ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ღრუბელი გაიფანტოს ამ მიმართულებით. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტებები იყო ისეთი, რომელიც იყო ამ ყველაფრის ამხსნელი იმ თვალსაზრისით, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ლაპარაკი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის სიტყვებით, ხელისუფლების ნაწილს სურს, ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩამოაშოროს. მისივე თქმით, "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები".

კომენტარები