დეოლიგარქიზაცია

კობახიძე: მახსენდება ჩერგოლეიშვილის განცხადებები, რა ფორმით ერევა კეზერაშვილი პოლიტიკაში

ყველამ იცით, რომ კეზერაშვილი როგორც კი წავიდა თანამდებობიდან, 1 თვეში მან დააფუძნა მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანია. თანხას რაც შეეხება, [ოლიგარქობის] ეს კრიტერიუმი არის სახეზე. მეორე - ის ფლობს მედია საშუალებას და აფინანსებს სხვადასხვა მედია საშუალებას, ეს არის მეორე ფაქტი. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას - პირველი, მედიის საშუალებით აქვს, პირველ რიგში, გავლენა, მაგრამ პირდაპირ მისი უშუალო პარტნიორები ვინც არიან, ყველამ ძალიან კარგად იცის - ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მე მახსენდება, მაგალითად, ჩერგოლეიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკაში რა ფორმით და რა ხარისხით ერევა კეზერაშვილი. [მტკიცებულება] არა მარტო [ჩერგოლეიშვილის განცხადებებია] ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. 

პოლიტიკა, მედია, თანხა - ეს 3 კრიტერიუმი არის სახეზე. აქიდან გამომდინარე, ცალსახად, ბუნებრივია, ყველამ იცის, კეზერაშვილი რომ ოლიგარქია და პოლიტიკაში ერევა, მედიაში ერევა, ქართულმა საზოგადოებამ იცის და ფაქტებით იცის ეს ყველაფერი. ეს ჩემი მტკიცება ხომ არ არის, ეს იცის საზოგადოებამ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არის 0 ფაქტი მედიაში ჩარევასა და პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით. ესეც იცის საზოაგდოებამ, რომ 0 ფაქტი გაქვთ თქვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, უკრაინული სტანდარტით კეზერაშვილი არის ოლიგარქი და ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას. 

კომენტარები