რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, შესაძლოა, 28 თანამშრომელი გაათავისუფლონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა და აღნიშნა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა. 

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. მიმდინარეობს სამსახურის საკადრო აუდიტი. 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება. განსხვავებული დონე, სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მიზეზები მსგავსია - მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები".- ამბობს ზელენსკი. 

17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოვალეობიდან მოხსნა გენერალური პროკურორი, ნატალია ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. მან ძალოვან სტრუქტურებში ღალატის პრობლემებზე ისაუბრა და ახსენა, რომ მსგავსი მასობრივი შემთხვევები აჩენს კითხვის ნიშნებს ორგანოების ხელმძღვანელებზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრიი სმირნოვის თქმით, გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობიდან არ გაუთავისუფლებია, არამედ დროებით მოხსნეს მოვალეობის შესრულებიდან. 

 

კომენტარები