რიგგარეშე სესია

ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე: ეს არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას

როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს, დეპოლარიზაციას, ამიტომ, ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას, ამიტომ ჩვენ პროცესში მონაწილეობა რომ მივიღოთ, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიდან პირველივე პუნქტის საწინააღმდეგო, გამოვიდეთ და გავმართოთ პოლიტიკური დებატები, ეს არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, თუ შემოგვიერთდებიან, კარი ღიაა.

თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.

კომენტარები