სოსო გოგაშვილის დაკავება

გოგაშვილის შვილი: ენმ-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, რაც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა

მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს. მე ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში... როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - ნაციონალურ მოძრაობას არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, რაც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი TV პირველთან საუბარში. 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

კომენტარები