ამ დრომდე არ გვაქვს რენდგენის პასუხი. არადა, როცა მიჰყავდათ, მაშინვე ვუთხარი გამომძიებელს, რომ გადაუღეთ რენდგენი, იმიტომ რომ სტკივა ჩასუნთქვის დროს. ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშინვე დაიყვირა სოსომ, ბავშვი ხომ არ გგონივარ, გაწიე ხელი, რაზე მადებინებ ხელსო. იარაღზე დაადებინეს ხელი, როგორც აქვთ ეს სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ისევე შეუკერეს მამაჩემსაც. სახლიდან როცა მიდიოდა, მამაჩემმა მითხრა, ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით. არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ და თავის გასაკეთებელს იზამენ... ნებისმიერთან მოვლენ, ვინც ოდნავ მაინც გაბედავთ და პროტესტს გამოხატავთ ნებისმიერ თემაზე.
სოსო გოგაშვილის დაკავება
გოგაშვილის შვილი: როგორც სისხლში აქვთ გამჯდარი საქმის შეკერვები, ისე შეუკერეს მამაჩემსაც
tbl.ge/62vv
დაკოპირდა

TV პირველთან ინტერვიუში ამბობს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი. 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა".
ამავე თემაზე
- პროკურატურა: გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია გრიფით საიდუმლო დოკუმენტები
- სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
- გოგაშვილის ადვოკატი: ლოყა აქვს შეშუპებული, კიდურებზე და ფეხებზე დაზიანებები აღენიშნება
- გოგაშვილის შვილი: ენმ-ს არ მოუყენებია იმდენი ზიანი, რაც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა
- გოგაშვილის ცოლი: 2018 წლიდან ტერორში ვართ, საქართველოში სიმართლის დამტკიცების იმედი არ მაქვს




