რუსეთი

რუსეთში საგამოძიებო გამოცემები Bellingcat და The Insider არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადეს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საგამოძიებო გამოცემები Bellingcat და The Insider არასასურველ ორგანიზაციებად გამოაცხადა.

გადაწყვეტილების შედეგად, გამოცემებს რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ, რუსეთის მოქალაქეებს კი მათთან თანამშრომლობის უფლება ეზღუდებათ.

პროკურატურის ვერსიით მათი საქმიანობა "რუსეთის საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლებს, თავდაცვის უნარიანობასა და მთავრობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა". აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ორივე გამოცემა "უცხოურ აგენტად" იყო გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ Bellingcat და The Insider წლების განმავლობაში როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად კრემლის არაერთ დანაშაულს იძიებდნენ. მათ შორის, რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, კერძო სამხედრო დანაყოფის ვაგნერის საქმიანობას, ალექსეი ნავალნის და სკრიპალების მოწავმვლის საქმეს და სხვა გახმაურებულ შემთხვევებს.

კომენტარები