რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 6 წელში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ნომერ პირველი შემსყიდველი გახდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა და აზიას გაასწრო. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ აშშ-სგან საშუალოდ დაახლოებით 213.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191.1 მილიონი ბარელი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

აზიის მიერ შესყიდული ამერიკული ნავთობის რაოდენობა ევროპისგან შეძენილს ბოლოს 2016 წელს, იგივე 5-თვიან პერიოდში ჩამორჩა, როცა აშშ-მ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა.

რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესების შემდეგ, აშშ-ს ნავთობის შესაძენად უფრო მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა. რუსეთი კი საკუთარ ნედლ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ჩინეთსა და ინდოეთს სთავაზობს, რომელთაც მათ მიმართ არანაირი სანქცია არ დაუწესებიათ.

აშშ-ს ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება, თუმცა, არა იმდენად სწრაფად, რომ ევროპისა და აზიის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს.

ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.

Reuters-ი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის გლობალური ფასი 40%-ით, $140-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ენერგორესურსზე ფასის ჭერი არ დაწესდება

ფასის ჭერი კონკრეტულ საქონელზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ნიშნავს, რომელზე მაღალი ფასის დადებაც მიმწოდებელს გარკვეული პერიოდით შეზღუდული აქვს. 

წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში, აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი აშშ-ს ფასების ლიმიტის წინადადებასა და გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუძუკისთან ერთად განიხილავს. 

დასავლელი მაღალჩინოსნების მიზანია ფასის იმ დონეზე დაყენება, რომელიც რუსეთის წარმოების ზღვრულ დანახარჯებს დაფარავს, რათა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს, თუმცა, ფასების მანიპულაციით ომის დაფინანსების საშუალებას შეუზღუდავს. 

იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული ფასის ზღვარი ძალიან დაბალია, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პოტენციური დიაპაზონი ბარელზე $40-დან $60-მდე უნდა შენარჩუნდეს. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები ბავარიაში სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად და ომის მანქანის დასასუსტებლად, დამატებით სანქციებს დააწესებდნენ, თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. 

კომენტარები