Starlink-ი საქართველოში

ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა

ილონ მასკის კუთვნილმა Starlink-მა საქართველოში შვილობილი კომპანია დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა 14 ივლისს იგეგმება.

გასულ თვეში კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ინტერნეტ სისტემაა, რომელიც  მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს უზრუნველყოფს, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.  

კომენტარები