რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (DPRK), დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები ოფიციალურად აღიარა.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისა და სირიის შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

აღნიშნული ინფორმაცია, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, დენის პუშილინმაც დაადსტურა.

"კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დღეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სტატუსი და მისი სახელმწიფოებრიობა ძლიერდება. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დიპლომატიური გამარჯვებაა". - თქვა პუშილინმა.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

კომენტარები