რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და აშინებენ

ვოლოდომირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და აშინებენ. ამის შესახებ მან სეულში აზიის ლიდერთა კონფერენციის მონაწილეებთან სიტყვით მიმართვისას ისაუბრა. 

"რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი - ზუსტ რაოდენობას ახლა ვერავინ დაასახელებს". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველა ეს დეპორტირებული პირი მოკლებულია სხვებთან კონუნიკაციას.  მათ აშინებენ და ცდილობენ წაიყვანონ რუსეთის შორეულ რაიონებში, რათა რაც შეიძლება მეტად გაუჭირდეთ სახლში დაბრუნება. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა შექმნა ე.წ. ფილტრაციის ბანაკები, რომლებითაც აიძულებს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლას.

"ათიათასობით ადამიანი რჩება იქ. ახალგაზრდა ქალები იქ ქრებიან. ვფიქრობ, თქვენ ყველას გესმით, რა ხდება მათ თავს იქ".- თქვა ზელენსკიმ. 

ბოლო მონაცემებით, ფილტრაციის ბანაკებში 1 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გაირა. 10 ივნისს ვიცე-პრემიერმა - უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 16 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გაქცეული იყვნენ რუსული ფილტრაციის ბანაკებიდან უკრაინაში დაბრუნდნენ.

 

კომენტარები