რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია 1 აგვისტოს რუსული ქვანახშირის, 31 დეკემბერს კი ნავთობის ყიდვას შეწყვეტს

turner.com

გერმანია 1 აგვისტოს რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბერს ნავთობის ყიდვას სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

აღნიშნული ფაქტი გერმანიის ენერგომომარაგების წყაროებში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. მაღალჩინოსნის თქმით, მთავარი გამოწვევა უზარმაზარი დანაკლისის შევსება იქნება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი წლიურად 158 მილიარდი კუბური მეტრი რუსულ გაზის ყიდვაზე უარს იტყვის.

"რამდენიმე კვირაში რუსულ ქვანახშირზე უარს ვიტყვით". - თქვა იორგ კუკისმა.

მისივე თქმით, რუსეთი გერმანიას საჭირო ქვანახშირის და ნავთობის 40%-ით ამარაგებდა.

"ყველამ, ვინც მილსადენ Druzhba-ს ისტორია იცის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის იარაღად იქცა, ხვდება, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ტრივიალური საკითხი არ არის, მაგრამ ამას ჩვენ რამდენიმე თვეში მივაღწევთ". - აღნიშნა კუკისმა. 

გერმანია სწრაფად ავითარებს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ტერმინალებს, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული დანაკლისი შეავსოს. მაღალჩინოსამა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, აშშ-სა და კატარს ერთად შეუძლიათ ევროპას, LNG სახით, დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდონ, დანაკლისი მაინც დიდია. 

კომენტარები