ევროკავშირი-საქართველო

კუბილიუსი: საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაში ვერ ხვდებიან, ან ცდილობენ თავი მოაჩვენონ, რომ ვერ ხვდებიან, თუ რას ნიშნავს [ევროკავშირის] 12 პუნქტი. მაგალითად, პირველი პუნქტი ქართული პოლიტიკური სივრცისგან ითხოვს დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით მოქმედებას. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში შექმნეს დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია, მაგრამ, თუ მათ გამონათქვამებს მოვუსმენთ, ისე ჩანს, თითქოს, პირიქით, პოლარიზაციის გაზრდას ცდილობენ. გარშემო ყველას დაბრალება, არა მხოლოდ ოპოზიციის, ან სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აშშ-ს ელჩის და ახლა ევროკავშირისაც, რომელიც, როგორც მიკაელ გალერმა ირაკლი კობახიძის ციტატა მოიყვანა, რომ ჩვენ საქართველოს ომისკენ ვუბიძგებთ, რაც სრული აბსურდია და ეს ჟღერს როგორც კრემლის პროპაგანდა. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია ყველაფერში დამნაშავე. ახლა საქართველოს მმართველი პარტიაც მსგავს რამეს ამბობს.

იქნებ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, ზუსტად რას ნიშნავს ევროკავშირის 12 პუნქტი. როგორც ჩანს, მათ ასევე არ ესმით დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა. ოლიგარქი ადამიანია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული და რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობს. ვისაც შეუძლია მოქმედი და ყოფილი პირადი დაცვის წევრების, ყოფილი მრჩევლებისა და ყოფილი ასისტენტების მინისტრებად, ან პრემიერმინისტრებად დანიშვნა. ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია საქართველოში და მისი სახელი ვიცით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

თქვა ევროპარლამენტარმა და სახალხო პარტიის (EPP) წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტარი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სვენ მიკსერის საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული ანგარიშის განხილვისას.

კომენტარები